10:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 17:20:28, 1167 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 40 მისამართზე ხორციელდება

საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო 40 მისამართზე მიმდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ათი ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ლიფტების შეკეთება ფანასკერტელის ქუჩაზე N9 და N22 საცხოვრებელ კორპუსში, ასევე, იოსებიძის ქუჩა N57-ში უკვე დასრულებულია. წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები ზაქარიაძის ქ. N9 და პეკინის გამზირის N7-ში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, დამატებით, სამ მისამართზე მიმდინარეობს.

სადარბაზოების რეაბილიტაციის პროექტი დები იშხნელების ქ. N4-ში, ბახტრიონის N12ა-სა და საირმის ქუჩაზე N3 საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. ამჟამად, სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები 18 მისამართზე მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ორ მისამართზე ქანობიანი და ორ მისამართზე ბრტყელი სახურავი შეკეთდა. სახურავების რეაბილიტაცია დამატებით, ექვს მისამართზე ხორციელდება. მიმდინარეობს ასევე, ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები.

საბურთალოს გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს. მიმდინარე წელს ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, გამგეობის მიერ უკვე 18 პროექტი დაფინანსდა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics