10:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 15:08:06, 1193 ნახვა

საზოგადოება
OSGF: მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროება ხდება

 „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალურ შევიწროება; თბილისში ასე მოსახლეობის 26,9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში - 14%.

საგულისხმოა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21,2%, ხოლო კაცების 13,7%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევა არასათანადო ანაზაღაურებაა, 64%-ის აზრით, ეს არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ხოლო 57% შრომითი უფლებების ყველაზე ხშირ დარღვევად სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევას ასახელებს.

კითხვაზე - შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ - მოსახლეობის 41,2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%).

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის  წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%).

კითხვაზე - ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი - საქართველოს მოსახლეობის 6,8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები  უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10,4%)  ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%).

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია, თუმცა, ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics