10:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 13:23:39, 1077 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიაში ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს

ავსტრიაში ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება ავსტრიაში, ქალაქ  ვენაში გამართულ საერთაშორისო სამიტზე:  ANON Blockchain Summit Austria 2019 განიხილეს.

საჯარო რეესტრის პროექტების  მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა, რომელიც სამიტზე ორგანიზატორების მოწვევით იმყოფებოდა, მოხსენება „ბლოკჩეინის გამოყენება მიწის რეგისტრაციაში"  წარადგინა.  მან აუდიტორიას უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილება გააცნო, ასევე პროექტის სამომავლო გეგმებზე,  შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  დღეის მდგომარეობით,    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა  გაგზავნილი.

საერთაშორისო სამიტი  ANON  Blockchain Summit Austria 2019 სამთავრობო და  ბიზნეს სექტორისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებს  დაეთმო. სამიტზე 80-ზე მეტი  მომხსენებელი წარდგა, მათ შორის, ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საქმეთა ფედერალური მინისტრი  მარგარეტ შრამბოკი, რომელმაც   სახელმწიფო სექტორში ბლოკჩეინის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  ევროკომისიის წარმომადგენელმა ჯოზეფ ვასაკმა ასევე ევროპის ქვეყნებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართულებით განვითარების მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.     

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოკჩეინის პროექტების ინვესტორები, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესის სექტორის 1500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics