10:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 12:27:29, 1072 ნახვა

საზოგადოება
ია კერზაიას შვილი გენერალურ პროკურორს მიმართავს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია  ითხოვს გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა

ამასთან, ბაჩანა შენგელია ითხოვს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქმე პირადად განიხილოს.

„პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, რასაც მე ვაპირებ რომ გავასაჩივრო, გენერალურ პროკურორთან.  ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას - თუ მომცემენ ამ სტატუსს შესაბამისად მე მექნება წვდომა საქმის მასალებზე, მე ვიქნები მხარე ამ საქმეში და მე მექნება უფლება რომ ვაწარმოო პროცესუალური მოქმედებები, რაც ბუნებრივია მათ არ აწყობთ, ვინაიდან უკვე სააშკარაოზე გამოვა მათი უმოქმედობა, რაც ამდენი ხანია გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს უარი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლით“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს უწყების განმარტებით, ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics