15:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 18:44:32, 1569 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: კობახიძე პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტს ანგრევს - ის „ოცნებისთვის“ თავის ტკივილია

„ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნებისთვის“ თავის ტკივილია. მავნე ბავშვივით იქცევა", - ასე აფასებს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან გარიცხვის შესაძლებლობას.

მისივე თქმით, კობახიძემ საპროცედურო და საგარეო საქმეთა კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

„კობახიძე დაბრმავებულია პირადი ანგარიშსწორებით. ბოღმა თუ რაც გინდა, ის დაარქვით, აწვება და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს უკვე კომიტეტის თავმჯდომარეებს. საპროცედურო კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში არის ახლა საგარეო საქმეთა კომიტეტი. საერთოდ ლოგიკა არ არსებობს გადაწყვეტილებაში. თუ ადამიანს ერთი წელი ვერაფერს უშვები,  ფურცლიდან ამ ადამიანის ამოღება რა ლოგიკაში ჯდება, ხომ ხვდებით?! კობახიძე პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს საქართველოს პარლამენტარიზმსა და პარლამენტს. თვითონ ხომ ამ სიტუაციაშია და ცდილობს, გუნდის წევრებიც გასვაროს. ყველა ხვდება, რომ თავის ტკივილია ეს ადამიანები. ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნებისთვის“  თავის ტკივილია. მავნე ბავშვები რომ არიან, მავნებლურად რომ იქცევიან, ამ პოზიციაშია ირაკლი კობახიძე“. - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს შესაძლოა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაცია დაატოვებინონ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რადგან ბესელია და კვაჭანტირაძე უმრავლესობის წევრები აღარ არიან, მმართველი პარტიის კვოტა დელეგაციაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებით უნდა ჩანაცვლდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics