10:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 16:49:15, 1136 ნახვა

საზოგადოება
2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში 7569 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია - სტატისტიკა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 178 შემთხვევა გამოვლინდა.

2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7569 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის  5672 – მამაკაცია, 1897 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4007 პაციენტს განუვითარდა. 1540 პაციენტი გარდაიცვალა.

2019 წელს გარდაიცვალა 24  აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017  წელს - 127, 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი. 2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.4 %   (2984) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.7 %  (3532) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 %  (859) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %   (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (37) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %   (52) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2774 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 953 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 941 (ქუთაისი 460); აჭარაში 846 (ბათუმი – 545); აფხაზეთში (478); კახეთში (365) ქვემო ქართლში (389); შიდა ქართლში (287); გურიაში (160); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.

სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

 განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; 2 დაუდგენელი  გზით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება და მკურნალობა უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 238-80-18.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics