|
2019-04-02 15:41:57, 1784 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა
ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1", რომელიც რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია „GEEN F.I." -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე დაესწრნენ. „ჯონოულიჰესი 1" - ი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში მდინარე ჯონოულზე მდებარეობს, რომლის დადგმული სიმძლავრე 1,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 6 მლნ.კვტ/სთ - ია. ინვესტიციამ შეადგინა 4,2 მლნ აშშ დოლარი. „მართალია, „ჯონოულიჰესი 1" მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, აღნიშნულმა სადგურმა, სიმცირის მიუხედავად, უკვე დიდი სიკეთე მოუტანა ადგილობრივ მცხოვრებლებს. „ინვესტორმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი ადგილობრივი თემისთვის. მათ შორის, 11 კმ გადამცემი ხაზი გაკეთდა, რომელმაც მიმდებარე სოფლების ელექტრომომარაგება გააუმჯობესა. ასევე მოწესრიგდა გზა და იგეგმება სხვა სოციალური პროექტების განხორციელება. უახლოეს მომავალში ჩვენ არაერთი მსგავსი პროექტის გახსნა გვაქვს დაგეგმილი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. "საქართველოს ბაზარზე ინვესტირებa სამი წლის წინ გადავწყვიტეთ. ჩვენი ჯგუფი ჩართულია განახლებადი რესურსებით ელექტროენერგიის მიღებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან და ახლა საქართველოს ჯერიც დადგა. ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობაა," - განაცხადა ჩეხური კომპანია „GEEN F.I." -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრიმ. „ჩვენ საქართველოს ღია ბაზარი ავირჩიეთ, ვინაიდან აქ უამრავი შესაძლებლობა დავინახეთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა-განვითარების მხრივ უდიდესი პოტენციალია. საქართველოში ინვესტირების მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების ცალსახა მხარდაჭერაა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა „ჯონოული 1" ჰიდროელექტროსადგურის ჩეხმა ინვესტორმა. აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, უშუალოდ სადგურზე კი 4 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უზრუნველყო ინვესტორმა კომპანიამ.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)