09:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 20:24:32, 1253 ნახვა

საზოგადოება
„სიკვდილით სავსე ქალაქი“ - თბილისში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს

„სიკვდილით სავსე ქალაქი“, „დუმილი ვერ დაგვიცავს“, „არა ბიზნესის დიქტატურას“, „მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია“, „დროა ვიბრძოლოთ რომ აღარ ვიგლოვოთ“ -თბილისში, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია/მსვლელობა მიმდინარეობს.

აქცია მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეები მსვლელობით ჭავჭავაძის 5 ნომრისკენ გაემართნენ, სადაც გუშინ, სამშენებლო სამუშაოების დროს ორი მუშა დაიღუპა. მოქალაქეები საკითხის მოსაგვარებლად საპარლამენტო კომიტეტის შექმნას და ასევე, მერიის მიერ დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმებას ითხოვენ.

გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ 21:00 საათზე ჭავჭავაძის #5-ში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ელოდებიან.

„სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს ამ მკვლელობაზე. უნდა შეიქმნას ჰუმანური პოლიტიკა. ველოდებით მამუკა ბახტაძეს, გიორგი ქობულიას და დავით სერგეენკოს, მოვიდნენ და გაგვცენ პასუხები. გვითხრან, როგორ აპირებენ ამ ყველაფრის გამოსწორებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის ორგანიზატორი სოლიდარობის ქსელია. მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტები და პროფკავშირები შეუერთდნენ.

მსვლელობის გამო რუსთავლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

შეგხსენებთ, გუშინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მშენებლობაზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შშედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics