|
2019-04-01 19:55:03, 1864 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ. ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია, ჩართული მხარეებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შეხვედრა იქნება რეგულარული და გაიმართება ყოველკვარტლურად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დონორებს გააცნო საქართველოში ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ ამისათვის. მან ასევე აქცენტი გააკეთა სამომავლო პროექტებზე, სადაც ჯერ კიდევ არის საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროება. საპასუხოდ, დონორმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამა „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4Energy), USAID-ის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), აზიის განვითარების ბანკის (ADB), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE), ასევე მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლები.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)