10:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 13:30:42, 1712 ნახვა

რეგიონი
​აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი ზურაბიშვილის განცხადებაზე: ჟენევის ფორმატის შეცვლაზე დისკუსიები უსარგებლოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჟენევის ფორმატში ცვლილებებს უკავშირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Rambler.ru ავრცელებს. 

„ვფიქრობ, ქართულმა მხარემ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. ყველა სხვა საუბარი ფორმატის ცვლილებაზე, მის პროდუქტიულობასა თუ არაპროდუქტიულობაზე უსარგებლოა. ჟენევის დისკუსიის ფარგლებში მთავარი თემა თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაა, თუმცა სამწუხაროდ, ქართული მხარისგან კონსტრუქციულ მიდგომას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა დაურ კოვემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “აუცილებელია შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება”. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics