|
2019-03-31 14:16:34, 1401 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ზვიად გამსახურდიას სახელი მუდმივად იქნება დაკავშირებული ქართველი ერის თავისუფლებასთან
ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება და აცხადებს რომ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში მნიშვნელოვნი როლი შეასრულა. „31 მარტი საქართველოს უახლესი იტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია და არის სიმბოლო იმის თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და წვლილი შეიტანა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში. ჯერ როგორც ეროვნული მოძრაობის მოღვაწემ და დისიდენტმა, შემდეგ როგორც პოლიტიკოსმა და ბოლოს როგორც პრეზიდენტმა. ზვიად გამსახურდიამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნების მიღწევაში. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა, მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავისუფალი ინსტიტუციების და სტრუქტურების შექმნა. ეს არის ღვაწლი რომელიც არ იკარგება და დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისტორიამ პასუხი გასცა ყველა კითხვას და ზვიად გამსახურდიას სახელი მუდმივად იქნება დაკავშირებული ქართველი ერის თავისუფლებასთან და ქართველი ერის ისტორიაში ყოველთვის დარჩება როგორც ერთ - ერთი გამორჩეული და გამოკვეთილი მოღვაწე. ამიტომ სწორედ ზვიად გამსახურდიას საქმიანობაზე, მის საქმიანობაზე როგორც ეროვნულ გამათავისუფლებელი ლიდერის, დისიდენტის და შემდეგ პოლიტიკოსის, მის მიერ 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე. აი ამაზე დაყრდნობით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის მიღწევისთვის იმიტომ, რომ ზვიადის ბრძოლის მიზანი დღესაც მიუღწეველია. საქართველოს ნაწილი დღესაც არის ოკუპირებული იმ იმპერიის მიერ ორმელსაც ის ებრძოდა. ზვიადი ებრძოდა საბჭოთა იმპერიას და საბჭოთა იმპერიის გაგრძელებაა დღევანდელი პუტინის რუსეთი. ამიტომ ეს მიზანი დღესაც მისაღწევია, ეს ამოცანა დღესაც შესასრულებელია და ჩვენი პატივისცემა ზვიად გამსახურდიას მიმართ და თითოეული იმ ქართველის მიმართ რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მათი ოცნება და ყველამ ერთად ვიცხოვროთ თავისუფალ, ერთიან და ევროპულ საქართველოში.“ - აცხადებს დავით ბაქრაძე
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)