17:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 12:16:38, 1398 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ UNICEF-ის წარმომადგენლებს ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა გააცნო

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით აჭარაში დაიწყო ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პროგრამა. პროექტის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო და UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ UNICEF ის წარმომადგენლებს გააცნო ე.წ ,,მუყაოს ქალაქში'' მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა.  შეხვედრაზე განიხილეს მათი სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის მაქსიმალური დაძლევის შესაძლებლობები.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საპილოტე რაიონების სოფლების ექიმებმა და ექთნებმა გაიარეს გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ამ ეტაპზე სულ გადამზადდა 120 პროფესიონალი. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს 0-დან 6 წლამდე ბავშვის ზრდა განვითარების ზედამხედველობა.

გაეროს ბავშვთა ფონდი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რათა დაიცვან ბავშვები სიღარიბისაგან, ჩაგვრისა და ძალადობისაგან და ოჯახური მზრუნველობის გარეშე დარჩენისგან.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics