15:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 18:16:28, 1641 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ჰერბალაიფის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ფ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა 26 მარტს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე, საკვები დანამატებისა და დაბალანსებული კვების ცენტრი "ჰერბალაიფის" დაყაჩაღება სცადა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა კ.ფ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics