06:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 13:41:43, 1334 ნახვა

საზოგადოება
გაფიცული სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ხვდებიან

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება.

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. 

როგორც ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

„ჩვენ მოვისმენთ მინისტრის შემოთავაზებას, თვითონ რა შემოთავაზება აქვს ჩვენთან, რომ შეწყდეს ჩვენი გაფიცვა და ასევე, შევთავაზებთ ჩვენს პუნქტებს. ეს პუნქტები არის კადრების დამატება ისე, რომ მოხდეს საქმეების განახევრება. ისე, რომ 50 საქმეზე მაინც დავიდეს. ეს არის დაუყოვნებლივი რომ დაემატოს ფსიქოლოგები და იურისტები. ვიყოთ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით და ჩვენი ხელფასი გაუთანაბრდეს სხვა უწყებებში მომუშავე სოციალური მუშაკების ხელფასს", - განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა.

სავარაუდოდ მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალური მუსაკები მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics