05:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 12:01:30, 1484 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.მ.-მ  უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 78,4746 გრ.  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც სხეულში უკანონოდ ინახავდა.

„სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 28 დეკემბერს ქ. რუსთავში დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით წარედგინა  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics