|
2019-03-25 12:29:53, 1315 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მთავარი გზავნილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რადგან ოკუპაციის ხაზთან ვითარება დამძიმდა
„ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის ინფორმაციით, მან ნატო-ს გენერალურ მდივანს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. ამასთან, ზურაბბიშვილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უსაუბრიათ. მანვე დასძინა, რომ საუბარი თავდაცვის თემებს შეეხო. „არჩევნები სულ არ ყოფილა. აქ იყო ღია კარის პოლიტიკა და ის მიდგომა, რაც არის ნატო-სი, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს ნატო-სთან. მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან, რუსეთის ყველა ქმედებები - ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებში, ეს იქნება გატაცებები თუ ეს იქნება ის მუქარები, რაც ისმოდა თუნდაც ბოლო პერიოდში, თუნდაც ნატო-ს წვრთნების შესახებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაზეც ისაუბრა: „ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია. უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, უნდა მიიღოს იმან პოლიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვაგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგში საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. დღეს სტოლტენბერგს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. სტოლტენბერგი საქართველოს დღეს დატოვებს. ამავე თემაზე : იენს სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, რომ მალე მოგესალმებით ნატო-ში სტოლტენბერგი - მოგიწოდებთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეთ ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს ბახტაძემ და სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილეს პრემიერი - ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)