02:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 16:22:18, 5248 ნახვა

კულტურა
სოხუმის დრამატულმა თეატრმა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის გრანპრი აიღო

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა  საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის გრანპრი აიღო. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოხუმის თეატრის მთავარმა რეჟისორმა დავით საყვარელიძემ განუცხადა. 
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, სოხუმის თეატრმა კომედიის ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალზე  კომედიური ჟანრის სპექტაკლი „მილიონრები“ წარადგინა, რომელმაც  ფულადი ჯილდო დაიმსახურა. 

„ჩვენმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო კომედიის ყოველწლიურ  თეატრალურ ფესტივალზე. აღნიშნული ფესტივალი საკმაოდ დიდია  და საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედი  სახელმწიფო თეატრი  მონაწილეობას იღებს.  ამ წელს კომედიის ყოველწლიურ ფესტივალზე ოცმა თეატრმა წარადგინა   სპექტაკლები კომედიურ ჟანრში. ამ ფესტივალზე ჩვენ წარვადგინეთ ახალი სპექტაკლი „მილიონრები“, რომლის პრემიერა  ორი კვირის წინ შედგა. „მილიონრები“ დაიდგა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში.  მე გავიმარჯვე საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ამ ნომინაციაში როგორც დამდგმელმა რეჟისორმა.  სოხუმის თეატრისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს თეატრს არა აქვს შენობა და  ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამ მდგომარეობისა ჩვენ მაინც მოწონება დავიმსახურეთ და პრიზი მივიღეთ. ეს არის ფულადი ჯილდო,რომელიც საკმაოდ დიდია. ჩვენ  პატარა შენობა გვაქვს რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას 6#-ში და იქ გავდივართ რეპეტიციებს. სპექტაკლი  ახმეტელის თეატრის სცენაზე ვითამაშეთ.  ახმეტელის თეატრმა უფასოდ დაგვითმო თავისი სცენა“,-აღნიშნა დავით საყვარელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics