22:58 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 11:33:30, 1422 ნახვა

პოლიტიკა
ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარები გაიყვანოს.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მშვდიობიან მოლაპარაკებებს კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით.

„უპირველესყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გამოითხოვოს მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ გვიღიარებია ეს ორი რეგიონი. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ რუსეთთან. ეს იოლი არ არის. დიალოგი ჟენევაში მიმდინაროებს. პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ ამ მიმართულებით მიღწეულ წინსვლაზე. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც არის საქართველოს რეგიონები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics