20:59 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 15:48:45, 1328 ნახვა

პოლიტიკა
ქაცარავა: საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა, ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია

 „საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხირდან, რასაც ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა, ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია.

 ნატო განიხილავს საქართველოს როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული  ისტრუმენტების ეფექტური განხორციელების შედეგია. საქართველო ნატოს-თან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთერთი  მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით.ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ნატოს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს“, - განაცხადა ქაცარავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics