2019-03-23 11:51:22, 1432 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 მარტს პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
"საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!!
როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან