03:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 14:19:31, 1047 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინო ჩინეთის საერთასორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair" იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.

„The China Food & Drinks Fair" 1955 წლიდან ტარდება და  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და  მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენა წელსაც კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გაფორმდა ახალი საექსპორტო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან.

ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 600 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics