|
2019-03-21 19:29:00, 1546 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმის ქართულ მენეჯმენტს, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ, პორტი არასდროს აუშენებიათ
"როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში შეექმნა, ამ შემთხვევაში გამოუცდელ ადამიანებს, რომელთაც ძალიან კარგი განათლება და პროექტების მართვის კარგი უნარი აქვთ, პორტის მშენებლობა არასდროს განუხორციელებიათ", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებდა მშენებლობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა.
"დღეს ამ პროექტის და კონსორციუმის გაიგივება უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან ხდება, მინდა შეგახსენოთ პირველ რიგში ყველას, რომ ამ პროექტში 42 %-ით არის შესული ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ბატონი მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე დიდი წილი, ასევე თანაბარი წილი 42 %-ის ოდენობით, დღეის მდგომარეობით ფიქსირდება „კონტი ჯგუფზე“. სწორედ იმის გამო, რომ ამ პროექტში, ამ კონსორციუმში იყო შესული „კონტი ჯგუფი“, სწორედ მისი გამოცდილება, მისი ფინანსური მდგომარეობა იყო იმ პირობის შესრულება, რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვაში. კერძოდ, ინტერესთა გამოხატვის პირობა ამბობდა იმას, რომ კომპანიას, რომელიც გაიმარჯვებდა ამ ტენდერში უნდა ჰქონოდა სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება მსგავსი ტიპის პროექტების მშენებლობა-ოპერირებაში და ფინანსების მოზიდვაში. უნდა ჰქონოდა გამოცდილება პორტის, ერთი ან მეტი პორტის განვითარებასა და მართვაში , საზღვაო ტრანსპორტთან და მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებული გამოცდილება და გარდა ამისა ყველა ის ფინანსური დოკუმენტაცია, უწყისი, თვითონ კონსორციუმის ფინანსური მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ისეთი სახით შედგენილი და წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო ყოფილიყო დარწმუნებული იმაში, რომ ფინანსური მდგომარეობა ამ კონსორციუმის იყო იმგვარი, რომელიც უზრუნველყოფდა ასეთი დონის პროექტის შესრულებას და ამ ტიპის დაფინანსების მოზიდვას და როდესაც სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე, „კონტი ჯგუფი“, „კონტი ჯგუფის“ ფინანსური მდგომარეობა, „კონტი ჯგუფის“ გამოცდილება, მათ შორის პორტების მშენებლობის და ოპერირების ნაწილში იყო სწორედ ის მიზეზი, რატომაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა ამ ტენდერში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, დღეს "კონტი ჯგუფი“ აქტიურად არ არის ჩართული პროექტის განხორციელებაში და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარმოდგენილია მხოლოდ ქართული მენეჯმენტის სახით, რომელსაც არ აქვს ის გამოცდილება, რაც საჭიროა მსგავსი პროექტის განსახორციელებლად. "დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ დღეს „კონტი ჯგუფი“ აქტიურად არა რის ჩართული. დღეს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ჩვენთანაც არის წარმოდგენილი მხოლოდ მისი მენეჯმენტის, ქართული მენეჯმენტის მიერ, რაც ძალიან კარგია და დასაფასებელია, რომ ქართული ჯგუფი შეიქმნა, რომელიც შესაბამისი გამოცდილებასაც იღებს. თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ სწორედ იმ გამოცდილებას, იმ ფინანსურ მდგომარეობას, რომელმაც გაამარჯვებინა კონსორციუმს ამ პროცესში და როდესაც ვსაუბრობთ ეხლა იმ პრობლემებზე, რომელიც კონსორციუმს შეექმნა ამ პროექტის განხორციელებაში , ამ შემთხვევაში ის, რომ დღეს გამოუცდელი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი განათლება, აქვთ უნარი პროექტების მართვის, მაგრამ ამასთან ერთად ეს არის ჯგუფი, ის ქართული მენეჯმენტი, რომელსაც არასოდეს არ განუხორციელებია პორტის მშენებლობა, არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ, ეს არის ერთი პრობლემა, სწორედ იმ ზურგის და იმ პარტნიორის, იმ სტრატეგიული ინვესტორის ნაკლებობა, რომელიც ამ პროექტში უნდა ყოფილიყო.კონტი ჯგუფიც“ იყო წარმოდგენილი, როგორც ამ პროექტის სტრატეგიული ინვესტორი, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ რომ „კონტი ჯგუფს“ მისი ფინანსური სიძლიერით, მისი გამოცდილებით და მისი პორტფელით იმ ყველა პროექტით, რაც ჰქონდათ შესრულებული, ეს სტრატეგიული ინვესტორი უნდა ყოფილიყო გარანტორი ბანკებისთვისაც იმ რისკების და მათ შორის იმის გარანტორი, რომ ამ პროექტის წარმატება იქნებოდა მიღწეული“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
(NS)
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)