|
2019-03-21 17:33:14, 1534 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ძალიან რთული იქნება ვადებში კონსორციუმის მიერ პირობების დაკმაყოფილება
"ძალიან რთული იქნება ვადებში კონსორციუმის მიერ პირობების დაკმაყოფილება", - ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის და უმცირესობის დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ანაკლიის პროექტის ვადებში განხორციელებას ეხებოდა. მინისტრის თქმით, კონსორციუმმა გადავადება გასული წლის ბოლოს, 6 თვით მოითხოვა. "როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოვიდა 2018 წლის ბოლოს ჩვენთან და გვთხოვა გადავადება, ეს თხოვნა არ ეხებოდა ერთ წლიან ან ორ წლიან გადავადებას. ისინი ითხოვდნენ, სწორედ ექვსთვიან გადავადებას. მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის მოთხოვნებზე გვექნებოდა საუბარი ბანკებთან, ჩვენ ჯერ ამის თაობაზე არ გვქონდა ინფორმაცია, რადგანაც ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ 2018 წლის 21 დეკემბერს და მაშინ ვნახეთ ყველა ის პირობა, რომელიც იყო და 2018 წლის 31 დეკემბერს, პრაქტიკულად ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე მოვაწერეთ ხელი გადავადების შეთანხმებას, მაგრამ კონსორციუმმა ამის თაობაზე უკვე იცოდა და მათ ჰქონდათ გაცხადებული რომ ექვსი თვე ეს იქნებოდა მაქსიმალური ვადა იმისთვის, რომ მათ მოესწროთ ყველა ის ფინანსური დახურვა, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვა, ასევე სესხების მოზიდვა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ჩვენ დღესვე ვიყოთ თანახმა, ბანკებს აქვთ საკმაოდ გრძელი პროცედურები გადაწყვეტილების მიღებისთვის, ჯერ კიდევ საკუთარი სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობები აქვთ მისაღები და პროცესში ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ყველას, რომ ამ ვადაში პროცესი მივიღოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)