19:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 18:51:35, 1133 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგში საჩივრების კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს საჯარო სტრუქტურების სჯერათ

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან,  რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესული საჩივრებთან დაკავშირებით. 

„სტრასბურგის სასამართლოში დავების შემცირებასთან დაკავშირებით იყო ქალბატონი სოფო კილაძის კითხვა - აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი. 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოში 395 ახალი საჩივარი შევიდა, ხოლო შარშან შევიდა 99 ახალი საჩივარი. ვფიქრობ, საჩივრების კლება რბილად რომ ვთქვათ, თვალში საცემია და პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რომ უფრო მეტად სჯერათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ პირებს ჩვენი საჯარო სტრუქტურების, სასამართლოსი; და პირდაპირ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს უიმედობის განცდის გამო“, - განაცხადა წულუკიანმა.  

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics