|
2019-03-20 18:28:30, 1611 ნახვა
კომენტარი
შაქარიშვილი: მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება - სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება!
ვერავის ვთხოვთ, ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორე მხრივ კი კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი გააკრიტიკა: „სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით ერთად ვნახოთ - რა შევუკვეთეთ (2012 წელს) და რა ჩამოვიდა? პირველი მოსმენით მოწონებული (კობახიძის კაბინეტის) კანონპროექტით უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი,“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა, აი, ვნახოთ - უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5-წლიანი გამოცდილება (მეთოფიშვილების დანიშნული); ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5-წლიანი გამოცდილება და მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი (ეს პერიოდი კი მოიცავს სააკაშვილის მმართველობას). უზენაესის მოსამართლეები კვლავ თავისუფლად შეიძლება გახდნენ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და მეთოფიშვილი - პროექტის მიხედვით, საბჭოს წევრი შესაძლოა იყოს მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ ის კენჭისყრის დროს საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს. მეთოფიშვილების შერჩეულ კანდიდატებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია და მეთოფიშვილებსვე აქვთ ექსკლუზიური წვდომა - 34 (2) მუხლის მე -3, მე-4 ნაწილებით ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად ცხადდება და მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა წარედგინოს. ამავე მუხლის მეათე ნაწილით დალუქული ინახება 3 წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის ფონზე, ვერავის ვთხოვთ, ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორე მხრივ კი, კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა. P.S. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა! მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებას და კანონს! მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდუალური. მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი... სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება!“ - აცხადებს შაქარიშვილი. ცნობისთვის, პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)