2019-03-20 16:24:54, 1193 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მინისტრმა სტამბულის კონვენციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში იქნა აყვანილი და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა. ჩვენ ამისათვის შარშან შემოგთავაზეთ საკანონმდებლო ცვლილებები და ეს პაკეტი მალე იქცა კანონად, რამაც ძალადობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახადა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი - ქალები, ბავშვები, მამაკაცები, იქნებიან უფრო დაცულნი. ამ მხრივ საკანონდებლო მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,