18:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 14:40:21, 1464 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: კობახიძის ავტორობით მომზადებული პროექტი არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი სისტემაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის სამართლებრივი შეფასებისათვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას მიმართავს.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით ვერ პასუხობს დღეს სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულფასოვნად. ძალიან ბევრ კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ ადამიანს ვინც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის კრტერიუმებს, ჰქონდა მოლოდინი, რომ მას არ დაეკისრებოდა ვალდებულება გამოცდების ჩაბარების, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დამატებითი ბარიერის დაწესება კონკურენტულ გარემოს შეზღუდავს. საბჭოს წევრები ქულებს ანიჭებენ კანდიდატებს, საბოლოო ჯამში კენჭისყრები არის ფარული, რაც აზრს უკარგავს ქულათა სისტემით კანდიდატების შეფასებას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კენჭისყრის პროცესი უნდა გახდეს საჯარო და გამჭვირვალე. პარლამენტმა უნდა გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რაც წარმოდგენილია ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორც საერტაშორისო ასე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ. წარმოდგენილი კანონპროექტით იქმნება სამუშაო ჯგუფი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ შევა ჯგუფში, რა ფუნქციები ექნება მას და ასე შემდეგ", - განაცხადა ომბუდსმენმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics