2019-03-20 12:14:37, 1040 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში 2 ბავშვს მატარებელი დაეჯახა - და-ძმის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის განცხადებით, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
"10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი ქალატვინის დახურული ტრამვა. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, - განაცხადა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან