2019-03-19 16:07:04, 1068 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ - თემქაზე მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაა
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი.
„შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი მეზობელების სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,