|
2019-03-19 13:13:11, 1463 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე სესიაშვილს: სახიფათო პროცესი დაიწყეთ და ცეცხლს ეთამაშებით [ვიდეო]
„ძალიან სახიფათო პროცესი დაიწყეთ და ცეცხლს ეთამაშებით“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბობოხიძემ სესიაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ, თაღლითობა უწოდა და აღნიშნა, რომ პროფესიულ ჯარზე გადასვლა აუცილებელია. „მინდა ყურადღება გავამახვილო იმ სახიფათო ინიციატივაზე, რომელიც დარეგისტრირდა ბატონი ირაკლი სესიაშვილის სახელით ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით. პირველად, ქართულ კანონმდებლობაში, რელიგიური ნიშნით განსხვავებებს ეყრება საფუძველი და არც ერთ შემთხვევაში არ გამოგვადგება ბატონო ირაკლი თქვენი მოსაზრება, რომ თურმე ეს ასე არ არის. ეს არის თაღლითობა, იმიტომ რომ მაშინ უნდა შემოიტანოთ პაკეტი და ყველა ის კანონი, სადაც თქვენი კანონის მიღების შემთხვევაში ცვლილებები შევა. ეს არ არის იოლი საქმე. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ძალიან უცნაურ და სახიფათო რამეს გვეუბნება ბატონი ირაკლი, იმიტომ რომ შეიძლება, ამ კანონპროექტმა, რელიგიურ ექსტრემიზმს დაუდოს საფუძველი ქვეყანაში. თქვენ ამ რელიგიებს აიძულებთ, იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში ქვეყანასთან და კანონთან მიმართებაში. გარდა ამისა, მთელი ჩვენი ისტორია ვსწავლობდით, როგორ იბრძოდნენ ქართველი მართლმადიდებელი მღვდლები სამოქალაქო პირებთან ერთად და დღეს თქვენი კანონით რას გვეუბნებით, რომ თურმე ყველა რელიგიისთვის სავალდებულოა ქვეყნის დაცვა და ერთადერთი, ვისთვისაც ეს სავალდებულო არ არის და რჩება ნებაყოფლობითი, არის მართლმადიდებლური ეკლესია. ეს პირდაპირ შეურაცხყოფაა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი იმიტომ არის თაღლითობა რომ ძალიან კარგად იცით, ამის მიღების შემთხვევაში არც ერთი რელიგიის არც ერთი მღვდელმსახური სინამდვილეში ჯარში არ წავა, იმიტომ რომ მღვდელმსახურები კი არა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები გვყავს 20-ჯერ მეტი, ვიდრე გაწვევა შეგვიძლია. სინამდვილეში ჩვენ გასაწვევი რაოდენობა გვყავს მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მაინც, ამაში ვაკლებ ვისაც კანონის მიხედვით აქვს უფლება, რომ არ იყოს გაწვეული. ვისთვის იღებთ ამ კანონს? მარტო ერთი რამის გამო, რომ მერე თქვენ თვითონ შეარჩიოთ ის ადამიანები, ვინ გაიწვიოთ და ვინ არა. ამ კანონით თანაბარი ველდებულებები ეკისრება ყველას, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა კანონს ვერ დაუძვრება დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ხოლო მაღალი ფენის წარმომადგენლები როგორც არიდებდნენ თავს ჯარს, ისე აარიდებენ. იქნებ ვიფიქროთ, დროზე გადავიდეთ და ნუ გააჩერებთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია პროფესიულ ჯარზე გადასვლა, რომელიც არის ყველაზე ნორმალური, საღი და ბრძოლისუნარიანი ფორმა არმიის. ძალიან სახიფათო პროცესი დაიწყეთ და ცეცხლს ეთამაშებით ბატონო ირაკლი. იმედი მაქვს, ქართული ეკლესია თვითონ გაამახვილებს ამაზე ყურადღებას და თვითონ დააფიქსირებს პოზიციას თუ ისინი მართლა ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ქვეყნის უსაფრთხოება არ მოდის მარტო გარედან, შეიძლება სერიოზულად აფეთქდეს შიგნიდან თქვენი და თქვენისთანა ადამიანების ინიციატივების გამო“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)