16:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 10:44:49, 1448 ნახვა

ეკონომიკა
ანტონიო ვონგი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია

კომპანია „GreenSafety Technology Ltd“ – ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ანტონიო ვონგი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას შეხვდა.

ანტონიო ვონგმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია.

„საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან. როგორც ჩვენთან შეხვედრისას მინისტრმა თქვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკისთვის პრიორიტეტული სექტორია. როდესაც დავბრუნდები ჰონგ კონგში, ამის შესახებ ჩემს კოლეგებს მოვუყვები და ვფიქრობ, აქ ჩვენთვის მრავალი შესაძლებლობაა. მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ჰონგ კონგმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციას და ვაჭრობას",  - განაცხადა კომპანია ანტონიო ვონგმა.

დელეგაციას, რომელიც 18 – 20 მარტის განმავლობაში საქართველოში შეხვედრებს გამართავს, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ ხელძღვანელობს.

ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა,  ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და სხვა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics