|
2019-03-15 19:05:18, 1132 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის დახვეწის მიზნით, მასში რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა
დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ, რომელიც დღეს უნდა დამტკიცდეს. დოკუმენტი საკრებულოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა. დედაქალაქის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს გენერალური გეგმის დახვეწაზე, რათა აღმოფხვრილიყო ყველა უზუსტობა და ხარვეზი, რომელიც დოკუმენტს გააჩნდა. ამ პროცესში შენარჩუნდა პროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსიის კონცეფცია: მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, რომელსაც დაემატა მედეგი ქალაქის მიმართულებაც. გენერალური გეგმის პროექტის განხილვაში ჩართულნი იყვნენ კერძო მესაკუთრეები და მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში. დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად: გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი; ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები; დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები; მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით; გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება; გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები; გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა; ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი; ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა. ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)