15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 19:02:01, 1774 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, მერების შეთანხმების ეროვნული კოორდინატორების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მერების შეთანხმების ტერიტორიული კოორდინატორები - სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, აგრეთვე მერების შეთანხმების მხარდამჭერი ორგანიზაციების - ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები. აგრეთვე საქართველოში ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პროექტს EU4Georgia, რომელიც ეხმარება საქართველოს ენერგეტიკის რეფორმირებასა და ადგილობრივი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზებაში. „მთავარია, ჩვენ ეს დახმარება სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებზე და საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჰიდრორესურსებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების გამოყენების პროცესში ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ინვესტორების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ფორმით იქნება შესაძლებელი ახალი ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისება თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დაინერგება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა განიხილება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, ინფორმაციის მრავალ არხიანი ჰორიზონტალური მიმოცვლის ფორუმი, სადაც განისაზღვრება და მოხდება შესაბამისი ეროვნული, რეგიონალური თუ მუნიციპალური ქმედებების  ინიცირება.

ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics