|
2019-03-15 11:25:48, 1582 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვეო პროდუქტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კომპანიების ეფექტურ და მომგებიან საქმიანობას მათი მიზნების მისაღწევად. შეთანხმების პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ. NEXI არის იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტო, რომელიც სადაზღვეო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვეო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის დაზღვევა, ინვესტიციების დაზღვევა და სესხის დაზღვევა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)