22:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 19:40:21, 1364 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. 

ადგილზე იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის აგილზეა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გარდაცვლილის ცხედარს ჯერ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ, რის შემდეგაც ის სახლში იქნება გადასვენებული. 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივების თქმით, კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, საბუთების შესადგენად ირაკლი კვარაცხელია სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში გადაიყვანეს. 

"ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics