|
2015-01-22 13:53:02, 5461 ნახვა
კომენტარი
გია ბარამიძე: თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა
„თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის წავიდა და საერთო მტერს ებრძოდა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სუხიაშვილი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. „დღეს ჩვენ კიდევ ერთ გმირს ვაცილებთ და პატივს მივაგებთ. იგი იბრძოდა უკრაინაში. უკრაინა კი, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ჩვენს საერთო მტერს ებრძვის, ამიტომ, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის მიდიოდა და იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენი და უკრაინის საერთო მტერმა ვერ შეძლოს საქართველოსა და უკრაინის დამონება. მე დარწმუნებული ვარ, მისი გმირობა უკვდავყოფილი იქნება საქართველოს ისტორიაში და მომავალი თაობები მას პატივს მიაგებენ, თაობები მისი გმირობის მაგალითზე გაიზრდებიან. მე მჯერა, რომ საქართველოში არის ის საზოგადოება, რომელიც შესაბამისად დააფასებს თამაზ სუხიაშვილის გმირობას“, – აღნიშნა ბარამიძემ. ცნობისთვის, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტზე შეტევისას დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)