10:04 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 13:04:56, 351 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსები დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ

„დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ  ნინო წვერავამ განუცხადა. 
მისივე პროგნოზით, ელჭექის დროს  შესაძლებელია  ქარი გაძლიერდეს. 
„თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.  დღის მეორე   მოსალოდენლია  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +33° იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს  აქ დროგამოშვებით ღრუბლიანობა  მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +26, +31°, მთაში    +25, +30°; მაღალმთაში +20, +25°; ზემო აფხაზეთში  +24, +29°.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ისევე, როგორც დასავლეთში  დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.  დღის  მეორე  ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია,  ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +31, +36°; მთაში +24, +29°; მაღალმთაში  +19, +24° იქნება“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics