|
2019-03-12 14:56:44, 1526 ნახვა
ეკონომიკა
„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი, წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს
„რამდენიმე წელია, თბილისში გახსნილია ჩვენი ოფისი და წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით“, - ამის შესახებ „სამსუნგის" ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეი ლიმ კორეის ქალაქ სუვონში, "სამსუნგის" ციფრულ ქალაქში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "სამსუნგის" მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ წინადადებებს საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. „ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოსთან ასეთი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ“, - აღნიშნა „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)