10:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 12:34:32, 354 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: უნდა გადავწყვიტოთ, ვერეს ხეობაში გზის აღდგენა მოხდება თუ ტრანსპორტის მოძრაობას ალტერნატიულად დავარეგულირებთ

თბილისის მერიაში მიმდინარე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებზე მსჯელობენ.

როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, უმთავრესი საკითხები, რაზეც დღეს იმსჯელებენ, არის ის, თუ როგორ უნდა განავითარონ ტრანსპორტის გადაადგილების სქემები.

მისი თქმით, აუცილებელია გეგმა, ვერეს ხეობაში გზის აღდგენა მოხდება თუ ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირება ალტერნატიულად უნდა მოხდეს.

„მოკლევადიან პერიოდში განსახორციელებელი გეგმა აუცილებლად გვჭირდება. ანუ გზის აღდგენის გეგმა სექტემბრამდე, ან თუ სექტემბრამდე ამ მონაკვეთის აღდგენა შეუძლებელია ან აზრი არ აქვს მის აღდგენას, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება დავარეგულიროთ ალტერნატიულად ტრანსპორტის მოძრაობა. უნდა მოვძებნოთ ტრანსპორტის ალტერნატიული გადაადგილების სქემები თუ გადაუდებელი წესით დავიწყოთ დაზიანებული გზის აღდგენა, ეს უნდა იყოს მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა ეს იქნება უფრო მყარი რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის მოწყობა ისე, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან სტიქიის უარყოფითი გავლენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმითვე, უკვე გადაწყდა, რომ ადრეული შეტყობინების სისტემის შესყიდვა და მონტაჟი განხორციელდება.

„ასევე იყო საუბარი, რომ ადრეული შეტყობინების სისტემის შესყიდვა და მონტაჟი დროულად დაიწყოს და ამაზე გუშინვე მსჯელობის დროს მივიღეთ გადაწყვეტილება და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მიეცემა დაფინანსება გარემოს დაცვის სამინისტროს. აგრეთვე, წყნეთი-ბეთანიის გზის უფრო გრძელვადიანი ფორმით და უფრო მდგრადად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ, ასევე ამ საკითხებში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზეც“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ინფრანსტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics