|
2019-03-11 19:33:33, 1571 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოში არ დავღლილვართ
"თუ შევადარებთ იმას, სად ვიყავით დასაწყისში და სად ვართ ახალა, წინ უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება: "პირველ რიგში, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი დროა. ჩვენთვის, ინდივიდუალურად, ეს შესაძლოა ყოველთვის დიდ დროდ გვეჩვენებოდეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ შევადარებთ იმას, სად ვიყავით დასაწყისში და სად ვართ ახალა, წინ უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით, რაზედაც ადამიანები ადრე ვერ იფიქრებდნენ. უკვე აღვნიშნე ვიზალიბერალიზაცია, ასევე ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა – ყველაფერი რაც ჩვენ მივიღეთ ნიშნავს, რომ წინ მივდივართ. ჩვენ ერთ ადგილზე არ ვდგავართ და არ ველოდებით. ჩვენ წინ მივდივართ, მივდივართ საკმაოდ სწრაფად. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ამჟამად ვატარებთ ნატოს წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე, ვიზიტს განახორციელებს სამხედრო კომიტეტი, გენერალური მდივანი. ამ წელს განხორციელდება ვიზიტები ნატოს მხრიდან, რაც კი შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური ჩვეულებრივი თანამშრომლობა ნატოსთან, ჩვენ შევასრულეთ ნატოს სამხედრო სტანდარტები – ბიუჯეტის 2 პროცენტი შეიარაღებისთვის, რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ჯერ კიდევ არ დაუკმაყოფილებია. მე ვიტყოდი, რომ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი მყარია და მუდმივი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ არის ის, რაც შეცვლის ჩვენს განზრახვებს და ჩვენს კურსს. ეს იყო რუსეთის მთავარი პოლიტიკა, რაც ვერ განხორციელდა და თუ მათ ამის იმედი ჰქონდათ, ეს იმედი უნდა დაივიწყონ. მათ უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ შესაძლოა უმჯობესი იყოს კეთილმეზობლური ურთიერთობების დაწყება – არ ვსაუბრობ მეგობრულ ურთიერთობებზე, არამედ მეზობლურ ურთიერთობებზე, რაც უფრო კონსტრუქციული იქნებოდა მომავალი დამოკიდებულებებისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს პერსპექტივა ყოველთვის იყო ევროპა, ეს არ არის რაიმე ახალი და ეს არ იყო ახალი გასულ საუკუნეშიც. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ქართველების დამოკიდებულებაში რაიმე შეიცვლება. დღეს ქართველების 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირს და ნატოს – დაახლოებით 75 პროცენტი. ეს მაჩვენებელი არ მცირდება, საქართველოში არ დავღლილვართ ევროკავშირთან დაკავშირებით. ასეთი მოთმინება ამ საკითხის მიმართ საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ამისთვის ჩვენ ვხედავთ საკმარის მიზეზებს. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამას ვაგრძელებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაწილ-ნაწილ მივდივართ ევროკავშირისკენ; ჩვენ გავხდებით მისი კვაზიწევრი და როდესაც მივიღებთ ოფიციალურ წევრობას, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ უკვე ევროკავშირში ვართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)