13:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 19:32:25, 1625 ნახვა

ეკონომიკა
წიაღის სექტორში 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება

სამთომოპოვებით მრეწველობაში  2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს, ხოლო 34%-ით  - 2016 წლის მონაცემებს - ეს მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

„საქსტატის" ინფორმაციით,  დამამუშავებელ მრეწველობაში  2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 44%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 13%-ით 2016 წლის მონაცემებს.

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის შეფასებით, პოზიტიური მოლოდინებია 2019 წელსაც. „ეს განპირობებულია გასულ წელს წიაღის მოპოვების მიზნით გაცემული  ლიცენზიებისა და არსებული მომპოვებელი კომპანიების მიერ მოსაპოვებელი მარაგების ზრდით. 2018 წელს უკვე გაცემული ლიცენზიების შესაბამისად, მოზიდული ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 130 მლნ ლარზე მეტს.  სამთომოპოვებით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკას განაპირობებს წიაღის სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები - გეოლოგიურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, წიაღის შესწავლის სამუშაოების სტიმულირების მიზნით საწყისი სააუქციონო ფასის შემცირება და ა.შ" - აცხადებს ზავრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა ათეულში არიან წიაღის მომპოვებელი შემდეგი კომპანიები -  შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო" (დამამუშავებელი მრეწველობა), სს RMG Copper (სამთომოპოვებითი მრეწველობა), შპს „ჯორჯიან მანგანეზი"  (დამამუშავებელი მრეწველობა).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics