|
2015-01-03 10:42:06, 5148 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები მიუტანეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას აგრძელებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ქვეყნის ყველა რეგიონში ეხმარებიან. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დიმიტრი მაისურაძე და მისი თანამშრომლები ქალაქ თელავში მცხოვრებ მალხაზ მაისურაძის რვაშვილიან ოჯახს საახალწლოდ ესტუმრნენ. მათ მაისურაძეების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, პრესონალური კომპიუტერი, მტვერსასრუტი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ქალაქ თელავში შალვა აფციაურის ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა აფციაურების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, უთო, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშატბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)