|
2019-03-08 15:23:46, 1376 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი იაშვილი - 2004-2012 წლებში, როცა ჩემი კომპანიები ჯვარზე იყო გაკრული, ნუგეშის „ესემესიც“ კი არ გამოუგზავნია
„2004-2012 წლებში, როცა ოჯახის წევრის პატიმრობის გამო, ციხის კარებთან ვიდექი, ჩემი კომპანიები კი, ჯვარზე იყო გაკრული, არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშის „ესემესიც“ კი არ გამოუგზავნია, – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი აცხადებს. ირაკლი იაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვისმენ და ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ვარ შეშინებული, მლიქვნელი და ცეხავიკი ბიზნესმენი, რომელიც არ ვიღებ ხმას და არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ერჩის ჩემს ბიზნესს. ზოგიერთ პოსტს ჩემი სურათიც ახლდა სხვა კოლეგებთან ერთად და სწორად ამიტომ მსურს გაცნობოთ ჩემი პოზიცია. 27 წელი სრულდება წელს, რაც ვსაქმიანობ ამ ქვეყანაში. ამ წლების განმავლობაში ვმოქმედებდი და ახლაც ვმოქმედებ მთავარი პრინციპით, რომ არ შევიდე არანაირ გარიგებაში სახელმწიფოსთან. რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, შესყიდვებში და პრივატიზაციებშიც კი. ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიმიღია და არც ვაპირებ რომ მივიღო სახელმწიფოსგან, სხვათაშორის იმიტომაც, რომ სხვადასხვა უმწიფარი და შეუმდგარი ადამიანებისგან არ ვისმინო ის, რაც ამ დღეებში მოვისმინე ჩემზე“, – წერს იაშვილი. ბიზნესმენის განცხადებით, მასსა და მის კომპანიებზე 2004 წლიდან არნახული შეტევა დაიწყო. ამის მიზეზი კი, იაშვილის შეფასებით, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში მისი ყოფნა იყო. „2004-2012 წლებში ვიდექი ციხის კარებებთან (ოჯახის წევრის პატიმრობის გამო), კომპანიები კი, ჯვარზე გაკრული იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშის „ესემესიც“ კი არ გამოუგზავნიათ. ეშინოდათ და იმიტომ! და არც არავისთვის მითხოვია ამის გაკეთება, რადგანაც ასეთი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო მაშინ“, – აცხადებს ბიზნესმენი. ირაკლი იაშვილის თქმით, იმ დროს გმირობას ვერავის მოთხოვდი. ახლა კი, მისივე განცხადებით, „მომავალზე მზრუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები“ გამოჩნდნენ, რაც ბიზნესმენის შეფასებით, 2012 წლის დამსახურებაა. „ახლა რომ გამოჩნდნენ უხვად ვაჟკაცი, პატრიოტი, ქვეყნის მომავალზე მზრუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები, ეს არის 2012 წლის დამსახურება, ოღონდ ობიექტურად ასეა. ვისაც რა მოგადგებათ ენაზე იმას, რომ ბოდავთ და ამისთვის არავინ არაფერს გერჩით. ერთი ხმა ამოგეღოთ მაშინ, როცა მართლა გვიჭირდა და ვნახავდი სად იქნებოდით, ან საერთოდ იქნებოდით თუ არა“, – განაცხადა ბიზნესმენმა. ირაკლი იაშვილი ხაზს უსვამს, რომ მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და კარგად იცის ტექნოლოგიები, როგორ ხდება თემების „აწევა“ პოლიტიკური მიზნებისთვის.
„საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილებაც გამაჩნია ეკონომიკურთან ერთად და კარგად ვიცი ტექნოლოგიები, თუ როგორ ხდება ე.წ. თემის აწევა. და მერე ამ „აწეული თემით“ ხანგრძლივი სპეკულირება სხვადასხა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლების და გულწრფელობის“, – აღნიშნავს ირაკლი იაშვილი. ამასთან, ბიზნესმენის თქმით, მას მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი კონკრეტული შეხედულება გააჩნია და შეუძლია, როგორც თავადა ამბობს, „ოპონენტს“ ამის შესახებ საკუთარი ვერსია გაუზიაროს. ცნობითვის, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩმა“ მიმართა: „თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტების და პრეფერენციების მიღების გზით. სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ფასი როგორც ბიზნესმენების, არი ნული. თქვენ გაქვთ საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის, რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები“.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)