21:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 12:25:46, 1269 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: პედაგოგებს და მეცნიერებს ანაზღაურება გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პედაგოგებს და მეცნიერებს ანაზღაურება გაეზრდებათ.

ბახტაძის თქმით, სასწავლებლებში დაინერგება ევროპული სტანდარტები, რათა მიღებული დიპლომები და სერტიფიკატები ევროკავშირში იყოს აღიარებული. 

"სხვა პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს ხედვას შეეხება ითვალისწინებს იმას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა რეგიონში აშენდება და მოხდება მასშტაბური რეაბილიტაცია ყველა სკოლისა და ბაღის. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, ეს იქნება ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, თუ უნივერსიტეტი, ასევე მეცნიერთა ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული. რა თქმა უნდა, ჩემთვის, პირადად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ამასთან ერთად, დაინერგება უახლოესი სასწავლო მეთოდები და ბუნებრივია, მოხდება პედაგოგების გადამზადება. როგორც მოგახსენეთ, მოხდება ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლებისა. ჩვენ, შესაბამისად შევცვლით, მათ შორის, იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელიც გვაქვს დღეს სისტემაში. ჩვენ, დავნერგავთ, ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ კრიტერიუმებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები, სერთიფიკატები, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლის, აღიარებული იქნება ევროკავშირში, რაც ყველა ახალგაზრდას, რომელიც გაივლის და მიიღებს განათლებას საქართველოში საშუალებას მისცემს, ამავე დროს დასაქმდეს მსოფლიოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რომელიც ყოველთვის ჰქონდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics