|
2019-03-07 12:06:35, 1351 ნახვა
კომენტარი
კალაძე: რა შუაშია „ტვ პირველი“ ან „არტარეა“, ალბათ მომავალში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი
თბილისი მერი, კახა კალაძე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილს გამოეხმაურა, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტრისგან მიიღო. როგორ კახა კალაძემ აღნიშნა, წერილი არასერიოზულია და საქმის სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება. "მე რასაც ვხედავ და ვუყურებ გარედან არის მაქსიმალური მცდელობა, რომ ეს კონკრეტული საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ და გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში, რაც პირადად ჩემი და საზოგადოების ინტერესია გაერკვეს, თუ რა ხდება რეალობაში. არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და განიხილონ. არის კონკრეტული საქმე სამართლებრივად დაწყებული და გაეცა პასუხები. რა შუაშია მედია ჩემთვის გაუგებარია, მე არ ვიცი საერთოდ ეს რა წერილია. მე ბევრი რამე წამიკითხავს, გარდა ამ წერილისა. ნებისმიერ ადამიანს, თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ ანალოგიური წერილი, ჩემთვის ღიმილის მომგვრელი იყო ყველაფერი ის რაც ეწერა, საერთოდ რა შუაშია "ტვ პირველი" გაუგებარია ან "არტარეა", ალბათ მომავალში "ენკი-ბენკიზეც" იქნება საუბარი. ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარია განცხადება, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, ეს იქნება პარლამენტში მისვლა თუ სხვა ქმედებები, ასე რომ თუ რამე კითხვა არსებობს, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი", - აღნიშნა კახა კალაძემ. შეგახენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 5 მარტს გამოიკითხა. გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლე ესწრებოდა. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 4 მარტს, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს ბიზნესმენმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა. ხაზარაძის თქმით, მან არჩევნების მეორე ტურამდე გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც როგორც ბანკის დამფუძნებელი ამბობს, მინისტრი ბიზნესმენის რეპუტაციის შელახვაზე საუბრობდა. ამის შემდეგ ხაზარაძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც "ევროპულმა საქართველომ" მხარი დაუჭირა და შესაბამისი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ განცხადების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა. თავად გიორგი გახარიამ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ წერილებს არავის წერს. მან ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენიც უწოდა. ცნობისთვის, დაკითხვის დასრულების შემდეგ, მამუხა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზე გაგზავნა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)