06:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 17:27:50, 1874 ნახვა

რეგიონი
მერმა გულთამზე ფუტკარაძეს ქალთა დღესასწაულები მიულოცა

დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად სოფელ დღვანში მცხოვრებ გულთამზე ფუტკარაძეს სახლში ეწვია, ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

გულთამზე ფუტკარაძე წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანებს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯაბნიძეების საფერშლო პუნქტის გამგის მოადგილედ, კვიახიძეების საფერშლო პუნქტის გამგედ, დღვანის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად, შუახევის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ. იყო შუახევის სახელმწიფო სანიტარიული ეპიდემიური სამსახურის მთავარი ექიმი, ბოლო წლეებში მუშაობდა შუახევის დასაუფთავების სამსახურის უფროსად. დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

დღესვე, შუახევის მერმა უჩამბაში მცხოვრებ ორი შვილის დედას მელანო მუკუტაძეს დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

,,მინდა კიდევ ერთხელ ყველა ქალს მივულოცო გაზაფხულის დღსასწაულები, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შვილების ბედნიერება“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics