08:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 12:53:34, 1609 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: მკვდარი სულების გაცოცხლება - ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში

"მკვდარი სულების დაბრუნება" - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება. 

სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული.

"ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. მკვდარი სულების გაცოცხლება- ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც „ქართული ოცნების“ სახით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics