22:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 11:06:05, 1439 ნახვა

კომენტარი
„გამოვრიცხავ, რომ ეს გაეკეთებინა“ - სერგეენკოს არ სჯერა, რომ გიორგი გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მუქარის წერილთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება და შინგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეში ჩართულობას გამორიცხავს. 

როგორც მინისტრმა აღიშნა, ის ხაზარაძისგან მტკიცებულებებს ითხოვს. 

„ეს საკითხი თავისი მასშტაბით, სპეციფიკით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დამტკიცება, ისე რაიმე დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მას წლებია ვიცნობ სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მე ასეთი შეხედულება მაქვს, რომ მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი მასშტაბის და პრაქტიკულად ნებისმიერი საქმის გამოძიება. კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და მე ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ  მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics