22:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 18:39:07, 1490 ნახვა

კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ვიცოდით, რომ გახარიაა მუქარების ავტორი მთელ ქვეყანაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, შესაძლებელია „თიბისი ბანკზე“ კიბერ შეტევას შს მინისტრი გიორგი გახარია ახდენდა.

როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.

„სავარაუდოდ, ისევე როგორც მუქარის წერილი, რომელიც ბატონმა ხაზარაძემ ღიად თქვა იყო გახარიასგან, დიდი ალბათობით, ასევე კიბერ შეტევა  იყო სწორედ ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან და თავად გახარიას მხრიდან. ეს არ დაუზუსტებია ხაზარაძეს, თუმცა მას აქვს კონკრეტული მისამართი, კონკრეტული  კომპიუტერი, საიდანაც ეს კიბერ შეტევა განხორცილდა, რომ იყოს პოლიტიკური ნება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა,  ამ კიბერ შეტევის ავტორის პოვნა იქნებოდა უმარტივესი,  მაგრამ მაშინ როდესაც თავად შს მინისტრი არის დამნაშავე და ემუქრება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის მფლობელს, რა თქმა უნდა, ასეთი გამოძიების იმედი ჩვენ არ შეიძლება რომ გვქონდეს. ბატონმა ხაზარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს მუქარის წერილი გახარიასგან მიიღო მეორე ტურის წინ და ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ სწორედ გახარია იყო შანტაჟისა და მუქარის ავტორი მთელი  ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, მუქარის რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამეგრელოში და ეს კიდევ ერთხელ დასტურდება იმ წერილით, რაზეც დღეს ბატონმა მამუკამ ისაუბრა. ჩვენ უკვე დავაყენეთ გახარიას პასუხიმგებლობის საკითხი, მოვითხოვეთ, რომ გადადგეს გახარია დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ შეიძლება ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს დანაშაულში მხილებული პარლამენტში და მან გააგრძელოს მუშაობა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გამართლ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics