22:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 16:57:13, 1424 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე მდინარაძეს - შედით და ნახეთ რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი

საიდან იყო 17 მილიონი ვიცოდით თუ არა, ეს თემა ეროვნული ბანკის კომპეტენციაში მთავრდება მილიონ ლარიანი ჯარიმით, - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დეპუტატ მამუკა მდინარაძის შეკითხვას.

მდინარაძემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე „თიბისის“ დამფუძნებლებს შემდეგი კითხვით მიმართა: „ადასტურებთ თუ არა, რომ წარმოდგენა არ გქონდათ, თუ თქვენივე ბანკიდან ჰქონდა 17 მილიონი გამოტანილი წერეთელს [ავთო] და ისე ისესხეთ, რომ ამ ფულის წარმომავლობა არ იცოდით?“.

საპასუხოდ ხაზარძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი სებ-ის მიერ დაკისრებული ჯარიმით მთავრდება, რომელსაც ბანკი არ ეთანხმება, თუმცა „იძულებულია გადაიხადოს“.

 „იმ დროისთვის ჩენი ბანკის პორტფელი იყო მილიარდნახევარი, სიდიდის მიხედვით რომ  წარმოიდგინოთ. ვთქვათ გავყვეთ თქვენს ვერსიას, ვთქვათ ვიცოდით ან არ ვიცოდით, ამაზე არსებობს ადმინისტრაციული სანქცია, მილიონი ლარით დაგვაჯარიმა სებ-მა 11 წლის წინანდელ საქმეზე. ამით მთავრდება თემა. ანუ თქვენი საუბარი 17 მილიონი ვიცოდით თუ არა, ეს თემა ეროვნული ბანკის კომპეტენციაში მთავრდება მილიონ ლარიანი ჯარიმით, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ იძულებული ვიყავით. იმიტომ დავეთანხმეთ, რომ ბანკს ანგრევდით. შედით და ნახეთ რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი. ეს იძულებითი დათანხმება იყო. ამიტომ ამაზე საუბარი დღეს ვიცოდით თუ არა, არის მილიონი ლარის. მგონი გაცილებით მნიშვნელოვან რაღაცებზე ვისაუბრეთ აქ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვას „თიბისის“ კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემაც უპასუხა:

„არ გვქონია არც მაშინ, არც შემდგომ და საერთოდ არ შეიძლება სამთვალყურეო საბჭოს ჰქონდეს წარმოდგენა რა კომპანია რამდენს სესხულობს ბანკიდან. თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება მამუკა ხაზარაძის შესავალ სიტყვას. მან თქვა, რომ ჩვენ ვიზიდავდით თანხებს მთელი 2007-2008 წლების განმავლობაში იმის გამო, რომ გვქონდა უკვე კარს მომდგარი გარიგება ირლანდიურ ბანკთან. მოვიზიდეთ თანხები არა მხოლოდ „სამგორისგან“, ასევე J.P. Morgan-ისგან, „აშმურისგან“, ჩვენი პარტნიორი ფრანგი ბიზნესმენისგან, ჰოლანდიელი მეგობრებისგან იმის გამო, რომ ეს თანხები შეგვეკრა, რაც საჭირო იყო კაპიტალის გასაზრდელად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics